ბავშვზე ორიენტირებული გარემო
ყოველი დღის დაგეგმვისას ყურადღებას ვაქცევთ ბავშვის ასაკს, ინტერესებს, ემოციურ მდგომარეობასა და ბუნებრივ განვითარების რიტმს.
ინეს ბაღი აერთიანებს უსაფრთხო გარემოს, ინდივიდუალურ მიდგომას და თანამედროვე საგანმანათლებლო გამოცდილებას.
ყოველი დღის დაგეგმვისას ყურადღებას ვაქცევთ ბავშვის ასაკს, ინტერესებს, ემოციურ მდგომარეობასა და ბუნებრივ განვითარების რიტმს.
ევროპული გამოცდილება და თანამედროვე მიდგომები შერწყმულია ქართულ კულტურასთან, ურთიერთპატივისცემასა და ოჯახთან თანამშრომლობასთან.
მშობლები იღებენ მკაფიო ინფორმაციას ბავშვის ყოველდღიურობაზე, ჯგუფის სიახლეებსა და დაგეგმილ აქტივობებზე.
ჩვენი მისიაა შევქმნათ უსაფრთხო, თბილი და ემოციურად მხარდაჭერი საგანმანათლებლო გარემო, სადაც თითოეული ბავშვი ვითარდება პატივისცემაზე, ნდობასა და პოზიტიურ ურთიერთობებზე დაფუძნებული ყოველდღიური პრაქტიკის მეშვეობით. ჩვენ ვზრუნავთ ბავშვის სოციალურ - ემოციურ კეთილდღეობაზე, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ვუწყობთ ხელს მის ჰოლისტუ განვითარებას და ვაშენებთ ოჯახთან პარტნიორულ ურთიერთობას, რათა ბავშვმა შეძლოს თავდაჯერებულ, დამოუკიდებელ, ტოლერანტ და სოციალურად აქტიურ პიროვნებად ჩამოყალიბება.
,,ინეს ბაღი" ხედავს საკუთარ თავს როგორც ურთიერთობებზე ორიენტირებულ თანამედროვე საბავშო ბაღს, სადაც: ბავშვი აღიქმება ღირებულ პიროვნებად. ურთიერთობები არის სწავლა განვითარების მთავარი საფუძველი. პედაგოგები მოქმედებენ როგორც მზრუნველი და რეფლექსიური პროფესიონალები. მშობლები არიან საგანმანათლებლო პროცესის აქტიური პარტნიორები. ბაღი ისწრაფვის იყოს სივრცე, სადაც ბავშვები სწავლობენ თანაგრძნობას, თანამშრომლობას, კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას და ურთიერთ პატივისცემას, რაც მათ მომავალში წარმატებული სოციალიზაციის საფუძველს ქმნის.
უსაფრთხოებაზე დაფუძვნებული ბავშვის ჰოლისტური განვითარება. ბავშვების ღირსების პატივისცემა. ემოციური უსაფრთხოება და კეთილდღეობა. პარტნიორობა ოჯახთან. პროფესიული პასუხისმგებლობა და რეფლექსია. ინკლუზიურობა და თანასწორობა.
დატოვეთ მოთხოვნა და ადმინისტრაცია დაგიკავშირდებათ თქვენთვის მოსახერხებელი დროის შესათანხმებლად.